Brexit-ის პირველი კორპორატიული მსხვერპლი

Brexit-ის პირველი კორპორატიული მსხვერპლი

9მსოფლიოში უმსხვილესი სადაზღვევო ბაზარი (მას შეცდომით კომპანიასაც უწოდებენ) Lloyd’s of London, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირველი მსხვერპლი იქნება. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს. დამზღვევები, რომლებიც ლონდონში მუშაობენ, საკუთარი მოღვაწეობის ქვეყნის გარეთ გატანას აპირებენ.
ადრე საერთაშოორისო სადაზღვევო კომპანიები თვლიდნენ, რომ Lloyd’s of London-ის უპირატესობა ევროკავშირის ბაზარზე წვდომა იყო, მაგრამ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლონდონი, სავარაუდოდ ამ უპირატესობას ვერ მიიღებს.

Lloyd’s of London-ის დაახლოებით 11% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. მათი ხელმძღვანელობა აქტიურად უჭერდა მხარს ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნას.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიანტალიის მთავრობამ სამ კურორტში ევაკუაცია გამოაცხადა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვა ნატო-ს კონტექსტში მნიშვნელოვანია