Brexit-ით შეშინებული ბრიტანელები ირლანდიის მოქალაქეობას იღებენ

Brexit-ით შეშინებული ბრიტანელები ირლანდიის მოქალაქეობას იღებენ

irlanadiaჩრდილოეთ ირლანდიას, ბოლო დროს ბრიტანეთში განვითარებული მოვლენების გამო, ბევრი ინგლისელი მიაწყდა მოქალაქეობის მისაღებად – წერს The Times-ი.
გუშინ, 27 ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიის საფოსტო განყოფილებებში საზღვარგარეთის პასპორტების გასაფორმებელი ბლანკები დაუმთავრდათ. ამავე დროს, ლონდონში ირლანდიის საელჩოში უკანასკნელი 24 საათის მანძილზე 4 ათასი განცხადება შევიდა მაშინ, როცა მანამდე დღიურად მოქალაქეობაზე მხოლოდ 200 განცხადება შედიოდა.
ირლანდიის რესპუბლიკის ვაჭრობისა და საგარეო მინისტრმა, ჩარლი ფელნაგანმა, ბრიტანელებს მოუწოდა მოქალაქეობა მხოლოდდამხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოითხოვონ. მისი თქმით, ბრიტანეთის ქვეშემვრდომები ბრექსიტის მიუხედავად, კიდევ კარგა ხნით ისარგებლებენ ევროკავშირის პროვილეგიებით, რადგანაც ქვეყნის ბლოკიდან გასვლის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა.

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესმა ნაცინალისტურმა პარტიამ “შინ ფეინი” განაცხადა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიასთან გაერთიანების პროცესების დასაწყისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი უნდა დატოვოს.

banner
წინა სტატიაშისირიაში 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა
შემდეგი სტატიადავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან