- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
ბრესტის ხელისუფლება „გიორგის ლენტის“ წინააღმდეგ გამოდის
მნიშვნელოვანი
- ბრესტის ხელისუფლება „გიორგის ლენტის“ წინააღმდეგ გამოდის
სხვა სტატიები
ბელარუსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბრესტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოუწოდა სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს უარი თქვან სალონში „გიორგის ლენტის“ განთავსებაზე.
როგორც ბელორუსული სააგენტო „ბელსატი“ იუწყება, საქმე დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს მოსთხოვა „გიორგის ლენტის“ ჩამოხსნა წინა საქარე მინიდან. უხეში ფორმით უარის მიღების შემდეგ მან საჩივრით მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას.
ბრესტის აღმასკომმა იმსჯელა შექმნილ სიტუაციაზე და დაუშვებლად მიიჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სალონში პოლიტიკური და რელიგიური სიმბოლიკის დემონსტრაცია.
შეგახსენებთ, „გიორგის ლენტი „(Георгиевская ленточка) მსოფლიოში ითვლება რუსულ მილიტარისტულ და კრემლის მიმართ ლოიალობის სიმბოლოდ.