“ბრექსიტის” შემდეგ ლონდონმა, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს

ბრიტანეთი არაწესიერი “ბრექსიტის” შემთხვევაში სავარაუდოდ, სამხედრო მდგომარეობას გამოაცხადებს ქვეყანაში ქაოსის თავიდან ასაცილებლად. მთავრობაში, მიმდინარე მომენტში მსგავსი ზომის შემოღების მიზანშეწონილობაზე მსჯელობენ – “დოიჩე ველე” წერს.
სამეფომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა მარტის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

ლონდონის მიზანია ბრიუსელთან მოწესრიგებულ “ბრექსიტს” მიაღწიოს – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერესა მეიმ 21 იანვარს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან, ასევე, ევროკავშირიდან გასვლის გეგმა “ბე” წარადგინა. ასეთი გამოსვლის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა მეისა და ევროკავშირის შეთანხმებას “ბრექსიტის” შესახებ ხმა არ მისცა.

გეგმა “ბეს” სამეფოს პარლამენტი კენჭს 29 იანვარს უყრის.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ლენინგრადის ბლოკადის გადარჩენილ მსხვერპლთ 12 მილიონი ევრო გამოუყო
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: “ამ შეცდომების გამო, რა მონსტრი მივიღეთ და მერე ჩვენვე როგორ გადაგვყლაპა და დაგვღეჭა”