“ბრექსიტის” შედეგები: ბრიტანეთის საზღვარზე ევროკავშირის 167 მოქალაქე დააკავეს

დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის შეწყვეტიდან სამი თვის მანძილზე ევროკავშირის 167 მოქალაქე დააკავეს ბრიტანეთის საზღვრებთან – “პოლიტიკო” წერს.
დაკავებულთაგან სიის თავში რუმინეთისა და ლიეტუვას მოქალაქეები არიან – 28 და 18, შემდეგ მოდიან შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: პოლონეთი – 14, იტალია და ესპანეთი – 13-13, ბულგარეთი-11, უნგრეთი-9, საფრანგეთი-7.

უმეტესი მათგანი კოლნბრუკის საიმიგრაციო ცენტრში განათავსეს, რომელის ლონდონის ჰილტროუს აეროპორტთან მდებარეობს, დანარჩენები კი – ციხეებში გადაიყვანეს.
სულ ევროკავშირის 282 მოქალაქე დააბრუნეს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საკუთარ ქვეყნებში, მათგან 131 პირმა მინიმუმ ერთი თვე გაატარა საიმიგრაციო დაწესებულებებში.

დიდი ბრიტანეთის შს სამინისტრომ “ციფრული ვიზის” სისტემა დააანონსა, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს მოგზაურობის უფლებას გაუმარტივებს.

banner
წინა სტატიაშიRyanair-ზე ბომბის შესახებ ჯერ მფრინავებს შეატყობინეს, წერილი კი ნახევარი საათის დაგვიანებით მიიღეს
შემდეგი სტატია228 წლის განმავლობაში პირველად ლუვრს ქალი უხელმძღვანელებს