“ბრექსიტის” გარდამავალი პერიოდზე შეთანხმება შედგა

ევროკავშირი და ბრიტანეთი შეთანხმდნენ, რომ “ბრექსიტის” შემდეგ გარდამავალი პერიოდი 2020 წლამდე გაგრძელდება – ამის შესახებ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მინისტრმა დევიდ დევისმა ბრიუსელში 19 მარტს განაცხადა.

გარდამავალ პერიოდში ლონდონი და ბრიუსელი სამომავლო პარტნიორობაზე შეთანხმდებიან, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა კი 2019 წლის მარტიდან დაიწყება და 21 თვეს გაგრძელდება. ამ დროის მანძილზე ბრიტანული მხარე ევროკავშირის შეკრებებზე ვერ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვალდებული იქნება დაიცვას ევროკავშირის წესები, მის ბიუჯერში უნდა შეიტანოს საწევრო და ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება აღიაროს, ამასთანავე, ლონდონი საერთოევროპული ბაზრის მონაწილე და საბაჭო საბჭოს წევრად დარჩება.
გარდამავალი პერიოდის შესახებ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის ოქტომბერში მოეწერება.

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა : მივიღებთ რეზოლუციას, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის მიერ არ იქნება მხარდაჭერილი
შემდეგი სტატიათუ თავდამსხმელები არ დაისჯებიან, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას