“ბრექსიტი”: ტერეზა მეის გადადგომას ურჩევენ 

ტერეზა მეიმ, შესაძლებელია პარლამენტის თანხმობა მიიღოს “ბრექსიტის” შეთანხმევაზე იმ შემთხვევაში, თუკი  ის პირობას დადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს – “ბიბისის” კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსანმა განუცხადა – ბრიტანეთის პრემიერი ამ პარტიის ლიდერია. პარლამენტის წევრები შეთანხმებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუკი დარწმუნებული იქნებიან, რომ პოლიტიკოსი მოლაპარაკებების მომდევნო სტადიებზე ხელისუფლებაში არ იქნება
.
ამავე დროს, ბრიტანული გაზეთები ავრცელებენ, რომ ტერეზა მეის წინააღმდეგ შეთქმულებაა.
დაუნინგ-სტრითი კი ირწმუნება, რომ პრემიერი პოსტს საკუთარი ნებით არ დატოვებს.

გუშინ, შაბათს, ლონდონში ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა “ბრექსიტის” შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით. “ჩვენი მოთხოვნა მარტივია: “ბრექსიტთან” დაკავშირებით ბოლო სიტყვა ხალხმა უნდა თქვას” – ორგანიზატორები ამბობენ. შაბათისთვის პეტიციამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, 4 მილიონი ხელმოწერა დააგროვა. აქციის მონაწილეები გაიდ-პარკიდან პარლამენტის მოედნამდე მიდიან. მარშის ორგანიზატორები ახალგაზრდები და სტუდენტები არიან. “ჩვენ უნდა დავიტანჯოთ “ბრექსიტის” ცუდი პრობების გამო, ჩვენ აზრი უნდა გამოვთქვათ საკუთარი მომავლის შესახებ” – ახალგაზრდებმა “ბიბისისთან” თქვეს.

“ბრექსიტი”, რომელიც 29 მარტს უნდა დაწყებულიყო, გადადებულია. მომავალ კვირას გადაწყდება როდემდე გადაიწია ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის დრომ.

banner
წინა სტატიაშიმას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი – მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიაზე
შემდეგი სტატიაარ ვარ ნამყოფი ანაკლიაში, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ხელს უშლის პროექტის წარმატებულად განხორციელებას – ინფრასტრუქტურის მინისტრი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს