“ბრექსიტი”: ევროკომისიამ ირლანდიის პროტოკოლთან დაკავშირებით ჯონსონის თხოვნა არ დააკმაყოფილა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის მიღებული შეთანხმების ფარგლებში კომპრომისი გამონახოს, მაგრამ არ აპირებს ხელახლა აწარმოოს მოლაპაარკება ჩრდილოეთ ირლანდიიდან საქონლის მოძრაობის თავისებურებებთან დაკავშირებით. “ევროკავშირი უკვე არსებული პროტოკოლის დამატებას კრეატიულად უდგება, მაგრამ ჩვენ ხელახალი მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებთ” – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

“პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ პროტოკოლი პრობლემებით მუშაობს და გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს პროტოკოლით გათვალსიწინებული მექანიზმების ფარგლებში, ამიტომ ჩვენ მასში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შევთავაზეთ” – დაუნინგ-სტრიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ე.წ. ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი “ბრექსიტის” შეთანხმების ნაწილია. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ ირლანდიის ორივე ნაწილებზე “გამჭვირვალე” საზღვრის შენარჩუნების მიზნით, ჩრდილოეთ ირლანდია, ფაქტობრივად ევროკავშირის ბაზარში დატოვეს, საბაჟო შემოწმებები კი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის მიდის. პრაქტიკულად ამან საქონლის ბრუნვაში პრობლემები გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ რეგიონში კრიზისი წარმოქმნა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: “ჩვენ გვყავს პრემიერი, გვყავს პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა”
შემდეგი სტატიალუკაშენკომ პრეზიდენტის უფლებების ნაწილი მთავრობას და ადგილობრივ ხელისუფლებებს გადასცა