ბრეგვაძის ადვოკატი-ისე არ გავაკეთოთ, რომ ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ

ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოში დასრულდა.

ფოტოგრაფის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ბრეგვაძის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის კამერა ამოიღო და მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ჭკადუას შეფასებით იაკობ ბრეგვაძის ბულინგი მიმდინარეობს.

“ამოღებულია კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. შეუძლიათ საერთაშორისო ექსპერტიზები ჩაატარონ. ვაპირებთ იმ ადგილზე ჩასვლას, სადაც იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე მაშინ. გადავიღებთ კადრებს თუ სად იმალებოდა. აუცილებლად გადახტება იქ არსებულ ღობეზე ჟურნალისტების თვალწინ, რომ ყველაფერი ნახოთ. ეს იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები. ისე არ გააკეთოთ რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ. მას ეძახიან სუს-ის აგენტს. სისხლიანი დაპირისპირება ყოფილა თუ არა მან არ იცის”, – განაცხადა ჭკადუამ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონში ითამაშებს
შემდეგი სტატიაეუთოში აშშ-ს მისია-კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია