“შაბათის ეთერის” გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ არჩევნების გაყალბების გაშიფრულ სქემაზე დასმულმა კითხვებმა რატი ბრეგაძე გააღიზიანა.
“ქოლ ცენტრების”, “კაპიტნების” “ამომრჩევლის ტერორისა” და “შავი ფულის” ხსენებამ ოცნების ლიდერი იმდენად დააბნია, რომ ჟურნალისტების მოსაგერიებლად პრესსამსახურის დახმარებაც კი სცადა.
“ნატო სად არის?” – ამბობდა რატი ბრეგაძე.
რომელ ქოლ-ცენტრებს? მე არ ვიცი. ვინ ადასტურებს? ვინ კაპიტანი – ტენკეში თუ ნემო?
ტყუილია, რომ იუსტიციის სამინისტრო ვინმეს უკანონოდ აწვდიდეს სხვა პირების პერსონალურ ინფორმაციას, რა ადასტურებს ამას, რომ სიმართლეა, რასაც თქვენ ამბობთ? არ მქონდა მაგის დროს, რომ მაგისთვის მეყურებინა. ბევრი სხვა საქმეც მაქვს. გააჩერეთ ეს ქალბატონი რა. ნატო სად არის, მოვიდეს რა. მოდი რა, მე უნდა …”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებდა, რომ ამომრჩეველტან დარეკვა და იმის თქმა, რომ საარჩევნო უბანზე მივიდეს სამართალდარღვევას არ წარმოადგენს.
ამომრჩეველთან დარეკვა და იმის თქმა, რომ გთხოვთ მიბრძანდეთ საარჩევნო უბანზე თუ არ ყოფილხართ, მითუმეტეს როდესაც ეს ამომრჩეველი არის იდენტიფიცირებული, შენივე საკუთარი პარტიის წევრი, ნამდვილად არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. თუ კი ვინმეს აქვს, რაიმე მტკიცებულება, ამასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებ ყველას, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მე პირადად ვარ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და რა თქმა უნდა მე საარჩევნო პროცესში ვიღებდი მონაწილეობას. რაც მეტი ადამიანი მისცემდა ხმას ”ქართულ ოცნებას” რა თქმა უნდა ეს გამიხარდებოდა. მანამ სანამ იუსტიციის სამინისტროს ერთ თანამშრომელს მაინც არ შეეშვებიან და არ დაანებებენ მათთვის დანაშაულის დაბრალებას თავს, ვამხელთ და ვამხელთ სიცრუეში’,’- ამბობს რატი ბრეგაძე.
შაბათის ეთერმა გაშიფრა მთელი სქემა, როგორ მუშაობდა არჩევნების დღეს ქოლ-ცენტრები, როგორ ხელმძღვანელობდნენ ხმების მობილიზაციას კაპიტნები და როგორ იყიდეს ამომრჩევლის პირადობები და ხმა რეგიონებში, სადაც ამტკიცებენ, რომ 88 პროცენტიანი მხარდაჭერა ოცნებამ მიიღო.