ქართულ – ამერიკული ურთიერთობები აუცილებლად ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდება, ურთიერთობები ბევრად უფრო ინტენსიური გახდება, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება იყოს გარკვეული მომენტები, როდესაც მცირედი გაურკვევლობები არსებობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ამ ურთიერთობას კვლავ დიდი პოტენციალი გააჩნია.
„ქართულ – ამერიკული აუცილებლად ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, ის ბევრად უფრო ინტენსიური გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ქართულ-ამერიკულმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული მომენტები, როდესაც მცირედი გაურკვევლობები არის. ჩვენს ურთიერთობას აქვს ისეთი დიდი პოტენციალი და იმდენად ბევრი რესურსი, რომ დარწმუნებული ვარ და ხაზგასმით გეუბნებით, რომ სულ მალე, ეს ნიშნული კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე იქნება ასული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.