ბრეგაძე – პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის 96 აქტიური შემთხვევაა, პატიმრების 70%-ზე მეტი ვაქცინირებულია

ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში გვაქვს 96 აქტიური ინფიცირების შემთხვევა, რაც არის პატიმრების სრული რაოდენობის 1%. აქედან, 56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“ და 40 ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინე სივრცეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტიური შემთხვევები ძირითადად არის ე.წ. მიმღები დაწესებულებებიდან,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძე სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას სთხოვს, წარმომადგენლები გაუშვან და პატიმართა მკურნალობის პროცესს გაეცნონ.

„აქვე უნდა ვთქვათ, რომ პატიმრების ინფიცირებას რაც შეეხება, ეს არის 1% და 70%-ზე მეტი პატიმრების სრული რაოდენობისა არის ვაქცნირებული. აქვე განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების 80%-ზე მეტი არის უკვე ვაქცინირებული, რაც აქტიურად ამცირების კორონავირუსის გავრცელების რისკებს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დეტალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია და ამისთვის მინდა ვთხოვო, როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, გამოუშვან წარმომადგენლები და გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს პატიმართა მკურნალობის პროცესი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – „ტოცილიზუმაბი“ პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს, არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს
შემდეგი სტატიაგაბუნიას – კოვიდ გადატანილი პაციენტი 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას და აცრა უნდა ჩატარდეს ორი დოზით