ბრეგაძე – დღეს რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, სამი პატიმრის ნაცვლად, გვექნებოდა სამი გვამი

ოპოზიციის განცხადებები გაქცეული მსჯავრდებულებისადმი ჩაბარებისკენ მოწოდებაზე კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მანიაკალურ სახეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ჰუმანური მეთოდებით, მოუწოდებს ძებნაში მყოფ პირს, დაემორჩილოს სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას.

„ოპოზიციის განცხადებებს რაც შეეხება, რომელმაც ეს არ მოიწონა და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ეს რეჟიმი ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომელიც ვერტმფრენიდან ხოცავდა მთელ ოჯახებს, როდესაც მიდიოდა ძებნის ღონისძიება, როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს. პირდაპირ გეტყვით, დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, სამი პატიმრის ნაცვლად, ჩვენ გვეყოლებოდა სამი გვამი“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი – სინოდის სხდომა ჩაატარა პატრიარქმა, გადადგომაზე საუბარი უხერხულია და მასზე შეტევაა, არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი – რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე, ჩემი განცხადების შემდეგ, სუს-მა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მომთხოვა