ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ბავშვების მეურვეობაზე შეთანხმდნენ

7ჰოლივუდელი მსახიობები ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი თავიანთი 6 შვილის საცხოვრებელ ადგილზე შეთანხმდნენ.
როგორც ჯოლის წარმომადგენელმა გაავრცელა, შეთანხმება ერთი კვირის წინ შედგა. მის თანახმად, ყველა ბავშვი დედასთან იცხოვრებს, პიტი კი მათთან “თერაპიულ შეხვედრებზე” მოვა. ბავშვები ახლა 8-დან 15 წლამდე არიან.
ადრე მედიამ გაავრცელა, რომ პიტმა სასამართლოს ბავშვების მეურვეობაზე თანაბარი უფლებებით სარგებლობა სთხოვა.

მსახიობებმა 2014 წელს იქორწინეს. მანამდე ისინი დაახლოებით ათი წელი ცხოვრობდნენ ერთად.

banner
წინა სტატიაშინემცოვის მკვლელობის მოწმე ანა დურიცკაია სასამართლოში ისევ არ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაგერმანიაში “ისლამური სახელმწიფოს” სავარაუდო წევრები დააკავეს