ბრძოლები უკვე სევეროდონეცკის ქუჩებში მიმდინარეობს – გაიდაი

ლუგანსკის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები, სევეროდონეცში სიღრმისკენ მიიწევენ და ბრძოლები უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს.

“ქალაქში სამი ექიმი დაიკარგა, მხოლოდ დაზიანებული სასწრაფოს მანქანა იპოვეს. ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა თითქმის 100%-ით განადგურებულია, დაზიანებულია საცხოვრებლების 90%, საიდანაც 60% კრიტიკულ მდგომარეობაშია. ლისიჩანსკი უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. ლისიჩანსკ-ბახმუტის მარშრუტი ჩვენია, მაგრამ ძალიან დაბომბილია და გადაადგილება საშიშია”. – წერს გაიდაი Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვნახეთ კლანი ქმედებაში, ქურდული პრინციპით დაიწყეს ურთიერთობა პარტნიორებთან – ხიდაშელი მოსამართლეებზე
შემდეგი სტატიადასავლეთზე და ოპოზიციაზე თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ზომები უნდა გაატაროს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – სამნიძე