ბრძოლები დონბასში: რუსებმა უკრაინის არმიას – 6 მეომარი მოუკლეს

ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში სიტუაციის უკიდურესად დაძაბვა, რუსული არტილერიის მხრიდან დებალცევოს რაიონის დაბომბვებმა გამოიწვია.
უკრაინული მედიის ცნობით, დონბასის რეგიონში ამ დრომდე გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს. რომელსაც ორივე მხრიდან დანაკარგები მოჰყვა.უკრაინული მხარე, ამ მომენტისთვის 6 დაღუპულ და 24 დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეზე ავრჩელებს ინფორმაციას. სეპარატისტების მხრიდან დანაკარგებზე ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
როგორც ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჟურნალისტები აცხადებენ, უკრაინულ არმიას ამ დრომდე არც ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან და მტერს საკადრის წინააღმდეგობას უწევს.,,თუმცა რუსები ისვრიან ყველა სახის იარაღიდან და ეს ღამე ძალიან რთული იქნება,, აცხადებენ ისინი.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭომ ალეპოსთან დაკავშირებით რეზოლუცია შეათანხმა
შემდეგი სტატიაპუტინმა და ერდორანმა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრეს