ბრძოლას უკვე გავაგრძელებთ სამართლებრივად – „იბერია”-დან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

ტელეკომპანია „იბერიადან“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი მენეჯმენტისგან არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

„ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ მზად ვიყავით ამ პირობებშიც გვემუშავა. უბრალოდ, მაუწყებლობა არ შეწყვეტილიყო და ფინანსური პრობლემების მიუხედავად გაგვეგრძელებინა მუშაობა, უბრალოდ მიგვეღო პასუხები, როდის შეიძლებოდა, რომ ეს ფინანსური პრობლემები მოგვარებულიყო და ა.შ. თუმცა, ტელევიზიის მხრიდან ამაზე თანხმობა არ იყო, მენეჯმენტი ამაზე არ დაგვთანხმდა და მას შემდეგ უკვე ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ მივიღეთ პასუხები,“ – განაცხადა ჟურნალისტმა, თორნიკე ხურციძემ.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ თუ მენეჯმენტი დღეს საბოლოო პასუხს არ გასცემთ, ისინი უკვე სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებენ.

“ვითხოვთ თანამშრომლები, რომ დროულად გადაწყდეს ეს საკითხი, რაც ეხება უკვე ნამუშევარ ხელფასებს და კომპენსაციებს, დროულად აანაზღაურონ, თუ არადა ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვრჩება და დღეს ვაცნობებთ, თუ პასუხი არ იქნება დირექციისგან, რომ ბრძოლას უკვე გავაგრძელებთ სამართლებრივად,” – ამბობს ოპერატორი, გიორგი ჯიბღაშვილი.

ტელეკომპანია „იბერიამ“ ფინანსური კრიზისის გამო მაუწყებლობა თითქმის ერთი კვირაა, რაც შეწყვიტა. ტელეკომპანიაში ფინანსური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ პრობლემები შეუქმნა.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირები ფინანსური პრობლემების შექმნაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „იბერიას“ დახურვის მიზნით მმართველმა გუნდმა „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა განახორციელა.

ტელეკომპანია „იბერიადან“ გათავისუფლებული თანამშრომლების დღევანდელ აქციას პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაში„სტარტაპერი“ დამწყებ ბიზნესებს ახალ ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ნოქალაქევში