ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს -ლექსო ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძის შვილი, ლექსო ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს და ის ფაქტი, რომ გუშინ ყველაფერი ვერ დასრულდა, ჩაკეტვის საფუძველი არ უნდა გახდეს.

როგორც მან “ანა ახალაიას დღის ამბებში“ განაცხადა, მასაც ჰქონდა მოლოდინი, რომ 4 ოქტომბერს ყველაფერი დასრულდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.

მეც მქონდა იმედი, რომ 4 ოქტომბერს ეს ყველფერი დასრულდებოდა, მაგრამ ის განცდა არ მქონია, რომ თუ 4-ში ვერ გავიმარჯვებთ, მე უნდა ჩავიკეტო სადღაც და არ გავაგრძელო ბრძოლა. ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს, რა საკვირველია და უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება მალე, ყველა სინდისის და პოლიტპატიმარი იყოს თავისუფალი, – განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიენმ: ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული იმპერიალიზმის და მისი მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიახოშტარია: სოლიდარობა ახალ პოლიტპატიმრებს! პროტესტის დისკრედიტაცია არ გამოვა