ბრძოლა პრემიერობისთვის – კვირიკაშვილი, კალაძე, სერგეენკო

იურისტს ვალერი გელბახიანის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიის შედგენაში, პრემიერი, ჯანდაცვის და ენერგეტიკის მინისტრები მონაწილეობდნენ და ყველა მათგანს სურს, რომ მომავალ პარლამენტში საყრდენი ჰქონდეს.

მაგრამ სამივე მათგანი მომავალ მთავრობაში პრემიერ- მინისტრობისთვის იბრძვის. გელბახიანი ვარაუდობს, რომ კვირიკაშვილს პრემიერის პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება.

,,კვირიკაშვილთან საარჩევნო სიებიდან მაჟორიტარების საკითხს კახი კალაძე და დავით სერგეენკო წყვეტდნენ. გადახედეთ მაჟორიტარების სიას და ნახავთ, რომ ერთი მესამედი სერგეენკოს მიერ არის შევსებული. ერთი მესამედი კი კალაძის კადრებია. კვირიკაშვილის მიზანია, გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის მეთაურად დარჩეს. კალაძესა და სერგეენკოს სურთ პარლამენტში თავიანთი საყრდენი ჰქონდეთ. რათა არა მხოლოდ თანამდებობები შეინარჩუნონ, არამედ პრემიერ-მინისტრი ჩაანაცვლონ. კვირიკაშვილს, კალაძისა და სერგეენკოს სახით ორი სერიოზული პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჰყავს…კვირიკაშვილი მომწონს გაწონასწორებული პიროვნებაა, მაგრამ არჩევნების შემდეგ თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს მის გარშემო უამრავი მაფიის საცეცეა. პრემიერს ჰქონდა შანსი თითონ დაეკომპლექტებინა მომავალი პარლამენტი, მაგრამ ეს ვითარება სათავისოდ ვერ გამოიყენა“, აცხადებს გელბახიანი ,,ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშითელავში რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი : კარგია, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ჩემი ბრძანება არ გააუქმა