7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. ის თბილისიდან ქობულეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გუშინ ღამით, რეანიმობილით გადაიყვანეს.
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
მამალაძის თქმით, ის უდანაშაულოა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
“ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა – ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. შემდგომ ყველაფერი. მე ვწუხვარ, რომ [ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს] მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის”, – თქვა დეკანოზმა.
მან არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.