“ბრძოლა გაგრძლედება, ვიდრე არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ აგვისტოში მომხდა ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა”

დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში იცავდნენ იმას, რასაც ჰქვი საქართველოს ღრსება, ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ვიცავდით საუკუნეების განმავლობაში.

ამის შესახებ საქარტველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძლედება, ვიდრე რ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ დიახ, 2008 წლის აგვისტოში მომხდა ეთნიკური წმენდა, მოხდა ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა.

“ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ქვეყანა არ იქნება დეოკუპირებული, ვიდრე არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ დიახ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარია საქართველოში ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა. მინდა, ყველას მივუსამძიმრო და მადლობა ვუთხრა იმ მშობლებს, ვინც გმირები გაუზარდა ჩვენს ქვეყანას”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: მშვიდობა თუ გვინდა, მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის ნებისმიერ მომენტში
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს რეგიონში, სადაც ჩვენი მეზობელი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი