“ბრძანება, რომელიც ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ” – გახარია

წულუკიანის კომისიაზე პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით ბრძანებების გაცემის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, “სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ”.

“რა თქმა უნდა, ბრძანება იყო გამოცემული, ეს იყო სპეციალური გეგმა, ამ გეგმას ხელს ვაწერდი მე და ჩემი მოადგილეები… ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი გეგმისა და პოლიციას შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ”, – თქვა მან.

წულუკიანმა დამაზუსტებელ კითხვაში თქვა, რომ “სპეციალურ საშუალებებში” მათ შორის რეზინის ტყვიებს გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი” – გახარია
შემდეგი სტატიაგახარია: “ფართო კონტექსტის გასააზრებლად” ივანიშვილი, გავრილოვის ჩამომყვანი და მისი მასპინძელი უნდა გამოიკითხოს