ბრაზილიის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენეს

ბრაზილიის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენეს

ბრაზილიის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა ქვეყნის პრეზიდენტის იპიჩმენტს კენჭი უყარა – Reuters-ი წერს.
წინადადებას 55-მა სენატორმა მისცა ხმა, აქედან წინააღმდეგი იყო 22. ოფიციალური რწმუნების მიღების შემდეგ დილმა რუსეფი თანამდებობიდან მინიმუმ 6 თვე იქნება ჩამოშორებული, ანუ, იმ პერიოდის მანძილზე, სანამ სასამართლო გამოძიება არ დასრულდება.

ქვეყნის ხელმძღვანელის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ტემერი შეასრულებს.
17 აპრილს კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის პრეზიდენტი საბიუჯეტო სახსრების პირადი მიზნებისათვის გამოყენებაში და დეფიციტური ბიუჯეტის დამალვაშია ბრალდებული.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “ნუ ატლიკინებ ენას, გადი აქედან ჩიორა დროზე, სანამ ჩიორა ხარ, მართლა“
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლებოს კანდიდატებს მხარი დაუჭიროს