ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრი – ბრაზილია გმობს ომს, მაგრამ სანქციების წინააღმდეგია

ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრის, პაულო გუდესის განცხადებით, ქვეყანა გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ მოსკოვის წინაააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება.

„ბრაზილია ომისა და სანქციების წინააღმდეგია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და სანქციების გაუქმებას,“ – აღნიშნა ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრმა.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა ბრაზილიას გაუგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და „დიდ შვიდეულში“ მხარდაჭერას სთხოვს, რათა, ამ გზით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – „ნაცმოძრაობისგან“ მუქარა რევოლუციაზე, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს
შემდეგი სტატია21 ათასამდე ჯარისკაცი, 815 ტანკი, 171 თვითმფრინავი – ოკუპანტების დანაკარგი