ბრაზილიის ციხიდან 200 პატიმარი გაიქცა

3ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუდან, სადაც პატიმრების ამბოხება მოხდა, 200 თავისუფლება შეზღუდული გაიქცა… აცხადებს ტელეარხი Globo.
ამბოხება ერთ-ერთ ბლოკში დაიწყო. პატიმრებმა ცეცხლი წაუკიდეს ლეიბებს, შემდეგ კვამლში დრო იხელთეს და ჯერ შენობიდან გაიპარნენ, შემდეგ კი – ციხის კედელი გაამტვრიეს და გაიქცნენ.
შემთხვევის ადგილზე გამოზახებულმა სპეცრაზმმა ასამდე გაქცეული დააბრუნება შესძლო… დანარჩენების ძებნა გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით ამბოხების სავარაუდო მიზეზი გადატენილი ციხეებია. როგორც ბრაზილიური მედია აცხადებს, ციხე გათვლილია 1080 ადამიანზე, რეალურად კი მასში 2000 პატიმარია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ციხიდანაც მასობრივი გაქცევა მოხდა. 100 გაქცეულიდან ორმოცის დაკავება შეძლეს. დანარჩენებზე დღემდე ძებმა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკად ქცეული ევროპის ჩემპიონი მოკლეს
შემდეგი სტატიარონალდოს თვითმფრინავმა ბარსელონაში ავარია განიცადა