ბრაზილიის ციხეში 30 გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს

მინიმუმ 33 პატიმარი იპოვეს გარდაცვლილი ბრაზილიის ციხეში – ადგილობრივი BV news-ი ავრცელებს. ყველა მათგანი დანაწევრებული იყო, სხეულის ნაწილები კი ციხის სხვადასხვა ადგილებში იყო მიმობნეული.
ინფორმაცია ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა, რომელიც ქვეყანაში ციხეებს ხელმძღვანელობს. “სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. “მონტე-კრისტოს” ციხეში სპეციალური დანიშნულების რაზმია შეყვანილი” – სამინისტრო ავრცელებს.
2 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის ერთ-ერთ ციხეში არეულობისას 50 პატიმარი გარდაიცვალა.

საერთაშორისო ორგანიზაციები ბრაზილიის მთავრობას პატიმრებისადმი დამოკიდებულების გამო მუდმივად აკრიტიკებს. ქვეყანაში ციხეები გადაჭედილია და ხშირია სისხლიანი გარჩევები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო
შემდეგი სტატია„კანონის მიხედვით გიგი უგულავა დღესვე უნდა გათავისუფლდეს“ – ბექა ბასილაია