ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ოც წელიწადში ორი მილიონი ხე დარგო

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 28, 2019 13:23

ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ოც წელიწადში ორი მილიონი ხე დარგო

ოცი წლის მანძილზე ბრაზილიელმა სებასტიან და ლილია სალგადუებმა ორი მილიონი ხე დარგეს, რომ ტყე აღედგინათ.
2018 წელს მსოფლიოში 12 მილიონი ტროპიკული ტყე გაიჩეხა. ეს დაახლოებით 30 საფეხბურთო მოედანია ერთ წუთში. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მონაცემებით, ბუნებრივი რესურსების გაქრობის მასშტაბით ბრაზილია პირველ ადგილზეა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ფოტოგრაფმა სებასტიან რიბეირუმ და მისმა მეუღლემ ლილიამ თავისი უნიალური პროექტი დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი ეკოსისტემის აღდგენას ისახავდა მიზნად.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სებასტიან სალგადუ რუანდადან დაბრუნდა, სადაც 1994 წლის გენოციდის ფოტორეპორტაჟზე მუშაობდა. მან მთელი ცხოვრება დოკუმენტურ ფოტოგრაფიას მიუძღვნა, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ასახავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. სალგადუ მრავალი საერთაშორისო პრემიის მფლობელია, ასევე, დაწერილი აქვს წიგნი “როცა სხვის ტკივილს უყურებ”, მოვლილი აქვს თითქმის მთელი მსოფლიო და აღბეჭდილი აქვს ყველა კუთხის თავისებურება.

დოკუმენტური ფილმის “მიწის მარილის” დასაწყისში, რომელიც ფოტოგრაფის ცხოვრებას და მუშაობას ეხება, ამბობენ: “მას გული ტკივა ადამიანების გამო… ადამიანები ხომ მიწის მარილი არიან”.
90-იანი წლების ბოლოს მან და მისმა მეუღლემ გადაწყვტეს ურბანიზაციისგან დაშავებული ტერიტორიების აღდგენა, რომელიც ატლანტიკური ტყის ნაწილია – ასკილომეტრიანი ეკორეგიონის, რომელიც უნიკალური ფლორისა და ფაუნის ბუდედ ითვლება.

1998 წელს სალგადუმ ინვესტიცია მიიზიდა, დაიქირავა თანამშრომლები და მიწის ინსტიტუტი შექმნა, რომ ადგილობრივი მიწებისთვის ტყე დაებრუნებინა. მას შემდეგ ინსტიტუტმა კერძო ნაკრძალის სტატუსი შეიძინა, მდინარე დოსის დაბლობზე კი საოცარი მეტამორფოზები მოხდა.

სალგადუს ოჯახმა და ინსტიტუტმა 4 მილიონზე მეტი ნერგი გამოიყვანეს, რომელიც ბრაზილიის ტყეებისთვის ბუნებრივი იყო. მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ თავდაპირველად იდეას სკეპტიკურად შეხედეს, ზოგიერთები იმასაც ფიქრობდნენ, რომ სალგადუ ჭკუიდან გადავიდა და რომ მისი იდეა ვერ იმუშავებდა.
წლების მანძილზე თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მოტიტვლებული მიწა სუბტროპიკული სამოთხე გახდა, სადაც დაბრუნდნენ ცხოველები, მათ შორის ისეთები, რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ. სულ 290-ზე მეტი მცენარის სახეობა აღდგა, 33 ჯიშის ძუძუმწოვარი, ფრინველების 172 სახეობა, 15-ზე მეტი სახეობის რეპტილია და სხვა დაბრუნდა ტყეში. სალგადები იმედოვნებენ, რომ მათ მაგალითს სხვებიც მიბაძავენ.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

 

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 28, 2019 13:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics