ბრაზილიაში საბერძნეთის ელჩი დაიკარგა

ბრაზილიაში საბერძნეთის ელჩი კირიაკის ამირიდისი რიო-დე-ჟანეიროში უგზო-უკვლოდ დაიკარგა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი რიოში საშობაო არდადეგებზე ჩავიდა. მისი გაქრობის შესახებ განცხადება მისმა მეუღლემ გაავრცელა, რომელიც ელჩს ტელეფონზე ვერ დაუკავშირდა. პოლიცია დაკარგულს ეძებს.
ამირიდისი ელჩის თანამდებობაზე 2016 წლის იანვრიდან მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის მოქალაქეს რუსეთის საზღვართან ყვავმა პასპორტი გამოსტაცა
შემდეგი სტატიაბარაკ ობამამ რუსეთს კიბერშეტევების გამო სანქციები დაუწესა