ბრაზილიაში კორონავირუსის 32 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 739 503-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით კიდევ 1 272 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 38 406-ს შეადგენს.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით ბრაზილია მეორე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიდახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო შესაძლოა კვირის ბოლოდან გახდეს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს უკავშირდება, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია