ბრაზილიაში Facebook-ის ანგარიშზე 6 მილიონი დოლარი დაბლოკეს

ბრაზილიაში Facebook-ის ანგარიშზე 6 მილიონი დოლარი დაბლოკეს

ბრაზილიაში სასამართლომ 19,5 რეალს ყადაღა დაადო Facebook-ის საბანკო ანგარიშზე. როგორც Reuters-ი იტყობინება, მიზეზი მესენჯერ WhatsApp-ის უარია, მთავრობას წვდომა მისცეს ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით დაკავებული პირების პირად მონაცემებზე. მესენჯერი Facebook-ს ეკუთვნის.
როგორც აღმოჩნდა, WhatsApp-ს ბრაზილიაში საკუთარი საბანკო ანგარიში არა აქვს, ამიტომ, სასამართლო იძულებული გახდა Facebook-ის ანგარიში დაებლოკა. ამასთანავე, ქვეყანაში მესენჯერის მუშაობა შეჩერდა.
WhatsApp-ის წინააღმდეგ ჯარიმა გამოიტანა სასამართლომ. მათი მოთხოვნის ყოველ იგნორირებულ დღეზე კომპანიამ 12,7 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე : მთავრობის მიზანი და ინტერესია, მედია თავისუფლების კუთხით არანაირი შეზღუდვა არ არსებობდეს
შემდეგი სტატიაბოლო სამი წლის განმავლობაში ციხეებში საგრძნობლად შემცირებულია სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის მაჩვენებლები