ბრაზილიაში ავტოკატასტროფას 41 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სან-პაულოს შტატში, ქალაქების – ტაგუაისა და ტაკაურიუბას შორისო მდებარე ავტომაგისტრალზე მოხდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 37 იყო. დაშავდა 15 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 53 მგზავრი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშინინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი