ბრაზილიას დროებითი პრეზიდენტი ყავს

ბრაზილიას დროებითი პრეზიდენტი ყავს, რომელიც ქვეყნის მეთაურის მოვალეობას შეასრულებს დილმა რუსეფის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე.
მიშელ ტემერი ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და ის ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, უკვე ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.

ამავე დროს, რუსეფმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოხდა. საკუთარი მომხრეების წინაშე გამოსვლისას, რომლებიც სკანდირებდნენ “ტემერ, წადი”, მან პირობა დადო, რომ იბრძოლებს და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს. პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის, თავდაპირველდ კარგი ურთიერთობა იყო, რომელიც თანდათან გაფუჭდა. 2015 წელს რუდეფმა ვიცე-პრეზიდენტს მოღალატე უწოდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანულმა გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავები დააკავეს
შემდეგი სტატიაPlayboy-მ წლის გოგოდ შავკანიანი წარადგინა