ბრალი უნდა წაუყენონ იმ პირებს, ვინც მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში – ბოკერია

ბრალი უნდა წაუყენონ იმ პირებს, ვინც მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიხეილ კალანდიას დაკავშირებით აცხადებს.

„ეს არის სწორი ნაბიჯი. ეს არის შედეგი საზოგადოების წნეხის. სწორედ ეს იყო კომისიის მთავარი რეკომენდაცია. ახლა უნდა შესრულდეს დანარჩენი რეკომენდაციები. ბრალი უნდა წაუყენონ იმ პირებს, ვინც მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ასევე, პოლიტიკურად პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც მთელი ეს დროის კომისიას უტიფრად აბრალებდა სპეკულაციას და იძახდა, რომ პოლიტიზირება მოხდა, მაშინ როცა იყო მყარი დასკვნა“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: მკვლელს ხელი არ უნდა დააფარო ვისი პროტეჟეც არ უნდა იყოს იგი !
შემდეგი სტატია10-12 ივნისს სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში გაემგზავრება