შსს-ს ინფორმაციით, ბრალი წარედგინათ პირებს, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულები მოტყუებით ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს, გაკოჭეს და იარაღის მუქარით 181 000$, მობილური ტელეფონები და ძვირფასი ნივთები წაართვეს.
სულ ბრალი წარედგინა 3 პირს, რომელთაგან ორი დაკავებულია. დაკავებულებს შორის ერთ რუსეთის მოქალაქეა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, თბილისში, ბრალდებულებმა დაზარალებულები მოტყუებით მიიყვანეს ნაქირავებ ბინაში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თავს დაესხნენ მათ, რა დროსაც 181 000 აშშ დოლარი, მობილური ტელეფონები, ძვირფასი ნივთები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მესამე ბრალდებულის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.


















