24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 აპრილს, თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე ბინაში, ბრალდებულმა, ანგარებით, ფულის და პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით ( განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს’,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაში“თქვენ მართლა თავი ხომ არაფერს მიარტყით?” – ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
შემდეგი სტატიასაქართველოს სომეხთა სათვისტომოს თურქეთის საელჩოსთან ღონისძიების ჩატარების ნება არ დართეს