ბრალდებულს, რომელმაც ლიფტში ქალს 60-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში, ლიფტში ქალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის გერმან ჩერნიავსკის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა.

გამოძიება აღნიშნულ პირს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს.

შეგახსებებთ, რომ აღნიშნული პირი დაახლოებით ორი თვის წინ ახალგაზრდა ქალს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში თავს დაესხა და დაახლოებით 62 ჭრილობა მიაყენა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიმთვრალი იაპონელი ბორანიდან გადავარდა და დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა