ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე აღიარა. როგორც ჭელიძემ განმარტა, ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს, კერძოდ, ის ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

“ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად”,- განაცხადა ჭელიძემ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორკი კავილაძეს, ის თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი დანაშაული, მისივე თქმით, მხოლოდ ის არის, რომ “მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა”.

კავილაძემ ასევე უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა.

“რაც შეეხება ბრალს, დავიწყებ იარაღის ჯგუფურად ტარებით, ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. მე არ ვაღიარებ ამ ბრალს, თუმცა, არ ვიტყვი რომ სრულიად უდანაშაულო ვარ და ანგოლოზი ვარ, დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე, მზად ვარ, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთო. ადამიანი არის გარდაცვლილი, ამას მე მაბრალებენ, ზუსტად ამ ბრალდების გამო ვარ საპატიმროში. მზად ვარ, სასამართლოს მოვახსენო, რა მოხდა ჩემ თავს”,- განაცხადა კავილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმომავალში პროცესები სწორად წარიმართოს, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება – კობახიძე
შემდეგი სტატიაოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს