ბრალდებულმა 51 “კუსაჩკა” და 5 მაგნიტი გადაყლაპა

მსჯავრდებულ ბექა გელხაურის ადვოკატი და მისი ოჯახის წევრები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. გელხაური არ აღიარებს ბრალს, რომელშიც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. პროტესტის ნიშნად მან რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა რკინის ნივთები გადაყლაპა, მათ შორის არის რამდენიმე ათეული მაგნიტი და საჭრელი. ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის უარს ამბობს ოპერაციაზე ვიდრე იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს არ შეხვდება. გელხაური ამ დრომდე სასჯელაღსრულების ნომერ მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

„შემოვიტანე განცხადება და მოვითხოვე სასწრაფოდ მთავარ პროკურორთან და თეა წულუკიანთან შეხვედრა, რადგანაც ამას ითხოვდა მსჯავრდებული. რომელსაც აქვს გადაყლაპული 51 ცალი ე.წ. “კუსაჩკა,” 5 მაგნიტი და 2018 წლის 17 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს,“-განაცხადა ბექა გელხაურის ადვოკატმა, ლალი ბუნტურმა.

banner
წინა სტატიაშიზარდიაშვილზე ქვემოთ და უფრო დაბლა, ფსკერზე აღარავინ აღარ დარჩა
შემდეგი სტატიატაქსის მძღოლები საპროტესტო მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიდიან