ბრალდებული ზაზა ჭაავა ამბობს, რომ ის მედიის წარმომადგენლებს განზრახ არ შეჯახებია და მუხრუჭმა უმტყუნა

ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული ზაზა ჭაავა ამბობს, რომ ის მედიის წარმომადგენლებს განზრახ არ შეჯახებია და მუხრუჭმა უმტყუნა. მოცენულ კომენტარს IPN-ი ავრცელებს.

” სადაც ჟურნალისტებში შევვარდი ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო. ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი, შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზსს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი.

თუ ეს ხალხი თვლის, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მივუხდი ამისთვის. თუ რომელიმე ჟურნალისტი თვლის, რომ ვიძალადე, ამაზე ვაგებ პასუხს. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ”. – ამბობს ჭაავა.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ 5 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციის მონაწილე კიდევ 5 ორკი დააკავა.

https://youtu.be/dWw1lyCTP8c

 

banner
წინა სტატიაშისამნიძე: საპატრიარქო თვლის, რომ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იყოს მოძალადე, თავს დაესხას ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიაბექა ოდიშარია: ადამიანი შემოსილი იქნება თუ შეუმოსავი, კანონის წინაშე თანაბარია, პასუხს ერთნაირად აგებს