ბრალდებული სამართალდამცველებს მშობლების სურვილით ჩაბარდა

პოლიციელებს ჩაბარებული მოზარდის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული სამართალდამცველებს მშობლების სურვილით ჩაბარდა. ტარიელ კაკაბაძის თქმით, მისი რეკომენდაცია იყო, რომ ბრალდებული საგამოძიებო ორგანოში უნდა გამოცხადებულიყო.

“ჩემი როგორც ადვოკატის რეკომენდაცია იყო, რომ ბრალდებული უნდა გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში. ჯერ არ ვიცი აღიარებს თუ არა დანაშაულს. პიროვნებამ, ვინც ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, არ ვიქნებით მოწადინებული რომ სასჯელს გადაურჩეს. ყველა ადეკვატურად უნდა დაისაჯოს. საზოგადოებას უტყუარი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს”, განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ამ წუთებში გამოკითხვაზეა 51-ე სკოლის დირექტორი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების უფლება მისცა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა