ბრალდებულ პოლიციელს, რომლის ტყვიასაც, ახალგაზრდა ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულ პოლიციელს, რომლის ტყვიასაც, ზურაბ გველესიანი ემსხვერპლა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

პროკურატურა ერიკ წურწუმიასთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარეს კი შუამდგომლობა საერთოდ არ დაუყენებია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა წყნეთში 18 აპრილს მოხდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან მოლაპარაკება ჰგავს საუბარს ნიანგთან, რომელსაც შენი ფეხი ყბებს შორის აქვს მოქცეული – ჯონსონი
შემდეგი სტატიაუკრაინული მედია – სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა