ბრალდებულ გ.ჯ.–ს ოჯახის განცხადება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 30, 2018 11:53

ბრალდებულ გ.ჯ.–ს ოჯახის განცხადება

უპირველეს ყოვლისა გვინდა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საჯაროდ, ღრმა მწუხარება გამოვთქვათ იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დატრიალდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ, ბრალდებულ გ.ჯ.–ს ოჯახი თავს ვარიდებდით საჯარო განცხადებებს, ვადევნებდით თვალყურს გამოძიებას და საქმის სასამართლო განხილვას. პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებისთვის განმარტებებს მხოლოდ ჩვენი დაცვის მხარე აკეთებდა. დღეს, როცა საქმის სასამართლო განხილვა სრულდება, გვინდა მივმართოთ საზოგადოებას და გავაცნოთ ჩვენი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით.
გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ 1 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის და მასში ჩვენი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მონაწილეობის შესახებ ჩვენთვის მთელი დღის განმავლობაში არ იყო ცნობილი. მხოლოდ 2 დეკემბერს შევიტყვეთ სად იმყოფებოდა ის. გაირკვა, რომ ის ჯერ შემთხვევის ადგილიდან, მოგვიანებით კი ქალაქიდან, სისხლიანი გარჩევის ინიციატორებისა და ირგანიზატორების ოჯახის უფროსმა წევრებმა გაიყვანეს. როგორც კი ჩვენ დავადგინეთ მისი ადგილსამყოფელი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, თავად წარვადგინეთ სამართალდამცველ ორგანოში.
არც შოკისმომგვრელი ინფორმაცაიის მიღების პირველ წუთს და არც მას შემდეგ, არც ერთხელ დავეჭვებულვართ ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში და ვიმედოვნებდით, რომ გამოძიება და სასამართლო ჩვენი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ იქნებოდა ობიექტური და სამართლიანი.
პროკურატურის მიერ წარდგენილმა ბრალმა და იმან, თუ როგორ წარმართა თავისი პოზიცია სასამართლოში გამოძიებამ, ნათლად დაგვანახა, რომ პროკურატურა ცდილობს ბრალდებული გ.ჯ. იმ დანაშაულისთვის დასაჯოს, რაც მას საქმის მასალებით, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიუროს დასკვნით თანახმად, არ ჩაუდენია. მით უმეტეს, რომ მან სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სამართლებრივი ბერკეტი, მათ შორის ალტერნატიული ექსპერტიზის უფლებაც. ამ მიზნით მოვიწვიეთ ჩვენ თავიანთი რეპუტაციით მსოფლიოში ცნობილი ექსპერტ – კრიმინალისტები. სამწუხაროდ, ბრალდების მარემ არ უზრუნველყო ჩვენი მხარისთვის ნივთმტკიცებების დროულად გადმოცემა, რამაც შეუძლებელი გახდა დასკვნის პირველ ინსტანციაში წარმოდგენა. ნივთმტკიცებები ჩვენს მხარეს შესასწავლად მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადმოეცა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ადეკვატურ და სამართლიან განაჩენს. მოვუწოდებთ მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე ყველა პირს, მათი ოჯახის წევრებს – გაითვალისწინონ მომხდარის ტრაგედიის სიმძიმე, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ნუ გაექცევიან მათ წილს პასუხისმგებლობას. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად და იმისთვის, რომ ასეთი დაუნდობელი მსხვერპლი იყოს უკანასკნელი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 30, 2018 11:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,425
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics