ბრალდებულ ჭელიძის ნათესავი კვარაცხელიას მკვლელობაზე: ესეთი დანაშაული არ ვიცი რატომ გააკეთა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავეებს ბრალს სავარაუდოდ დაუსწრებლად დღეს წარუდგენენ. აკო ჭელიძეს და ნიკა კავილაძეს შსს ამ დრომდე ეძებს.

ივერი ჭელიძე კი აკო ჭელიძესთან ახლო ნათესაურ კავშირს უარყოფს:

“ნათესავია, მაგრამ ჩემი ძმის შვილიშვილი არ არის…ესეთი დანაშაული არ ვიცი რატომ გააკეთა, რატომ ჩააგდო ჩვენი ოჯახი და გვარი ასეთ მდგომარეობაში” – ამბობს ჭელიძე.

შეგახსენებთ, მკვლელობა ვერაზე 15 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულები ანჯაფარიძის ქუჩაზე ნაქირავები ავტომანქანით მივიდნენ, კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ და მას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი ცნობილ ქართველ მკლავჭიდელებს შეხვდა და წარმატებები მიულოცა
შემდეგი სტატიარას წერს ვახო სანაია?- სუს-ის ფაილებში გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის “მოწმე” აღმოჩნდა