“ბრალდებები სერიოზულია”- იან კელი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, სადაც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა. იან კელის თქმით, დემოკრატიის მთავარი საყრდენი დამოუკიდებელი სასამართლოა.

„არ მინახავს ეს განცხადება, მაგრამ ბრალდებები სერიოზულია. ჩვენ რეალურ ინვესტიციას ვდებთ ქართულ დემოკრატიაში და მნიშვნელოვანი საყრდენი არის სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური კონტროლისა და დაშინებისგან. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობასაც სჯერა ამის,“- განაცხადა იან კელიმ.

https://youtu.be/uo7WfjZ8Z0o

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება პრემიერმინისტრი