სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევი დარწმუნებულია, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს თამარ მეარაყიშვილის შეშინება უნდა და ამიტომ დააკავა. ამის შესახებ ის “პირველებს” ესაუბრა.
სანაკოევის თქმით, ახალორელი აქტივისტის წინააღმდეგ ბალდებები მოგონილი და აბსურდულია, ამის მიზეზი კი მხოლოდ ის არის, რომ მეარაყიშვლი ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობდა.
“ის განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ცხინვალის საინფორმაციო არხებიდან, იყო, რომ პროკურატურამ დააკავა თამარ მერაყიშვილი იმის გამო, რომ რაღაც საქართველოს სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული. მოგონილი რაღაცაა, იმიტომ, რომ სპეცსამსახურები იქაც არსებობს და თუ სპეცსამსახურებთან ჰქონდა დაკავშირებული საქმე, მაშინ სპეცსამსახურები მიიღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებას, რომ დააკავოს თამარ მეარაყიშვილი. ეს ქალბატონი ხმამაღლა ლაპარაკობს ყველა პრობლემაზე. უბრალოდ, ახლა ის არის, რომ აშინებენ, მეტი არაფერი. მე ვფიქრობ, რომ მალე გამოუშვებს ადგილობრივი ხელისუფლება. რა უნდა იყოს? აქამდეც იყო და აქამდეც აბალებდნენ ამ ქალბატონს, მაგრამ არ გამოვიდა”, – ამბობს სანაკოევი.
ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. დე ფაქტო რეჟიმი აქტივიტს „ჯაშუშობას“ ედავება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობდა უფლებების სისტემურ შეზღუდვებზე და დე ფაქტო ხელისუფლების შიდა პრობლემებზე. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი პროტესტის ნიშნად საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.
მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, თუმცა წინა ბრალდებები 2023 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო მოიხსნა.


















