“ბრალდებაა ჩემს მიმართ, რომ მონაწილე ვარ კორუფციულ გარიგებებში” – მაკა ასათიანს “გამჭვირვალობის” კვლევასთან პრეტენზიები აქვს

სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევასთან მაკა ასათიანს პრეტენზიები აქვს.

კომპანია ”ემ ინვესტმენტის” მფლობელი არასამთავრობო ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში და „გამჭვირვალობის“ დონორებთან ჩივილს აპირებს.

საქმე ეხება სასმართლო დავას, რომელიც “მერსედესის” ცენტრის გარშემო მიმდინარეობს. მაკა ასათიანის ოჯახმა ეს დავა წლების წინ სამ ინსტანციაში წააგო, ახლა კი ხელახალი განხილვა მიმდინარეობს.

„ნამდვილად ვთვლი, რომ ეს ორგანიზაცია საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის და მართლაც პატივს ვცემ და არ მოველოდი, რომ ჩვენი საქმე აღმოჩნდებოდა. ეს ფაქტობრივად, ბრალდებაა ჩემ მიმართ, რომ მე მონაწილე ვარ კორუფციულ გარიგებებში. ჩვენ არასოდეს საზოგადოება არ შეგვიწუხებია იმიტომ, რომ ის მაინც გამოიყურება, როგორც ბიზნესდავა, სინამდვილეში ეს ჩვენთვის ბიზნესდავა არ არის, ეს არის მამაჩემის ღირსებისა და სახელის აღდგენაზე დავა. დაუშვეს დიდი შეცდომა, უშეცდომო არავინ ვართ, მაგრამ შეცდომას გამოსწორება სჭირდება,“- განაცხადა მაკა ასათიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ საქმეში არის არაერთი საეჭვო გარემოება, რომელიც შესაძლო კორუფციაზე მიუთითებს.

მაკა ასათიანის პრეტენზიებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლებმა უპასუხეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს და ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაში,, კუნძზე თავს დავდებ, რომ ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის”
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს და სხდომების გახსნას ითხოვს