პროევროპულ აქციებზე დაკავებულმა რუსლან სივაკოვმა დასკვნით სიტყვაში ძირითადი ყურადღება სამადლობელ ნაწილზე გაამახვილა და სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ ახალი მეგობრები შეიძინა.
სივაკოვის თქმით, რომლის სიტყვასაც დარბაზში თარჯიმანი თარგმნიდა, არ სჯერა რომ მოსამართლე სამართლიან და ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას გამოიტანს. მან ბრალდებას სრული აბსურდი უწოდა:
“ჩემო მეგობრებო, მე გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი ვარ, რომ ასეთ ვითარებაში გაგიცანით, მაგრამ აქ მე ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ. მთავარია, მომავალში ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას, უფრო კეთილგანწყობილებით და ერთმანეთში კარგ ურთიერთობას დავამყარებთ..
რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება მე იმაში, რომ პროკურატურას მშვენივრად ესმის, მაგრამ არ უნდათ რომ ამ ფაქტებს დაეთანხმონ.
იყოს, რაც არის, არის. შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ ჩვენი ბრალდების გარშემო, მაგრამ მე ამაში აზრს ვერ ვხედავ, რამდენადაც ყველაფერი ნათქვამია.
ახლა მთავარია, მოსამართლე ყველა უარყოფითი და დადებითი აწონ – დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება. მე არ მჯერა, რომ ეს ასე მოხდება….
გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, დიდება უკრაინას“,- განაცხადა რუსლან სივაკოვმა, რომლის საბოლოო სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

















