ბრაიან უიტმორი მელიას დაკავებაზე – ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში

რასაც აქ ვხედავთ, ჩემი აზრით, აშკარად არის პოლიტიკური ოპერაცია და ყველაფერი დანარჩენი ამის შემდეგ, არის დეტალები. რადგან როდესაც ეს (ასეთი მოვლენები) იწყება, ეს დემოკრატიის სიკვდილის დასაწყისია და ეს ძალიან მაღელვებს,- ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარმა და ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაიან უიტმორმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი მოვლენები არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან.

„ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში. ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, რომელიც ნატო-ს პარტნიორია და ასოცირების შეთანხმება აქვს ევროკავშირთან. ეს არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში და როდესაც ვხედავ, რომ სასამართლო გამოყენებულია პოლიტიკური ქმედებისთვის, ეს მე მაშფოთებს“, – განაცხადა ბრაიან უიტმორმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაკონგრესმენები: ქართველი ხალხის ნაშენებ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება