ბოტკოველი – ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილ ქმედებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილ ქმედებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.

ბოტკოველის შეფასებით, უმრავლესობის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს.

„შეიძლება კანონი ითვალისწინებდეს იმას, რომ დეპუტატის პირდაპირი დაკავების უფლება არავის ჰქონდეს, მაგრამ თუ დადასტურდება დანაშაული, პარლამენტმა არა მარტო შიდა წესდების მიხედვით უნდა იმოქმედოს – ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულს პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

banner
წინა სტატიაში„აპტოსის“ და GeoPRAS-ის ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი – „კოლხიდა 2022“ ტარდება
შემდეგი სტატიაზელენსკი – ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისკენ გზის გავლას წლები ან ათწლეულები არ უნდა დასჭირდეს