– “სამძიმრით მინდა დავიწყო და უმძიმესი ტრაგედია მოხდა საქართველოში და მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს.
ახლა რაც შეეხება თქვენს მთავრობას ბატონო ირაკლი, პასუხისმგებლობიანი მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს სოფლად მცხოვრები მცირე მიწიანი ფერმერების, გლეხების მხარდაჭერა, რომელიც რეალურად იმ ადამიანებს მისცემს საშუალებას ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. თქვენი ხელისუფლების პირობებში, წინა მთავრობის, დღევანდელი, ახალი მთავრობა რომ მტკიცდება , ამ პირობებში ეს უკვე ხალხმა კარგად დაინახა, რომ შეუძლებელია.
სწორედ სოფელია ის ადგილი, საიდანაც მიგრაციაა და ფაქტობრივად დაცარიელებულია სოფლები, ეს არის სწორედ თქვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი და იმ პოლიტიკის, რომელიც არ ემსახურება მშრომელი ადამიანის წელში გამართვას. ერთადერთ რამეში დაგეთანხმებით მხოლოდ, რაც გუშინაც ბრძანეთ და დღესაც გაიმეორეთ ტრიბუნიდან, რომ ეს თქვენი წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა არის არ თვიანი, მე მინდა გისურვოთ თქვენ არა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ამ შემთხვევაში, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე ქართველ ხალხს, რომ ეს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლო პრემიერ მინისტრი წარმოდგენილი დღეს საქართველოს პარლამენტში და დღეს სწორედ ის ათ თვიანი თქვენი გეგმის დასასრულს დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება.“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა